შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია

შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია

მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრეზიდენტის ბრძანებით კომისიის ხელმძღვანელად რჩება ელენე თევდორაძე.

კომისიის წევრები კი არიან  დრამატურგი ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ნინო კალანდაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი,  მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე, მიტროპოლიტი თეოდორე. 

ჩამონათვალში არ არის სახალხო დამცველი, თუმცა არსებული ინფორმაციით, კომისიის დებულება ავტომატურად ითვალისწინებს კომისიაში ომბუდსმენის შეყვანას. 
პრეზიდენტის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

წინა კომისიისგან განსხვავებით, ახალ შემადგენლობაში არ არიან მინისტრები და დეპუტატები.