ქუთაისის ვიცე-მერი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ

ქუთაისის ვიცე-მერი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ

ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ თოფურიძის ბრალდებებს გაზვიადებულს უწოდებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძოწენიძემ განაცხადა, მერიის ყველა ავტომანქანა გაიყიდება, მათ შორის ადმინისტრაციის უფროსის,  რომელიც მერიაში ყველა პრივილეგიით სარგებლობს.

„გვეუბნებიან, რომ ნათესავების დანიშვნას აქვს ადგილი, ასევე ვსარგებლობთ ავტომანქანებით და გვაქვს ზედმეტი ხარჯი. ამიტომაც  შესაბამის პროცესებს ვიწყებთ/ თენგიზ თოფურიძეს ვთავაზობ - ნათესავების გათავისუფლება მისი მეუღლიდან დაიწყონ, რომელიც მერიაში მუშაობს”, - აცხადებს ძოწენიძე.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ თოფურიძე მერიის შტატების ხელოვნურად გაზრდასა და გადამეტებულ ხარჯებში ადანაშაულებს.