უჩა ნანუაშვილი - გახმაურებული დაკავებებისას დარღვევებია გამოვლენილი

უჩა ნანუაშვილი - გახმაურებული დაკავებებისას დარღვევებია გამოვლენილი

ბოლოდროინდელი გახმაურებული დაკავებებისას გარკვეული დარღვევებია გამოვლენილი, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. 
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ბოლოდროინდელ გახმაურებულ დაკავებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი დასკვნებს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. უჩა ნანუაშვილმა ერთი კონკრეტული მაგალითი დაასახელა და აღნიშნა, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას დაკავების საქმეში აშკარაა დარღვევები. 
"მალე გამოქვეყნდება დასკვნები, რომელიც სახალხო დამცველმა მოამზადა და ეხება გუნავას, ახალაიას და სხვა გახმაურებული დაკავებების საქმეებს. დასკვნა ეხება იმ პროცედრულ დარღვევებს რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა დაკავებების პროცესში. გარკვეულ საქმეებზე დარღვევები გამოვლენილია, მათ შორის თენგიზ გუნავას საქმეში აშკარაა დარღვევები", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.