"ნაციონალური მოძრაობა" განახლებული ვებგვერდის პრეზენტაციას გამართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს, განახლებული ვებგვერდის პრეზენტაციას გამართავს.  როგორც "ფეისბუქში", "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, პარტიის 
განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია ცენტრალურ ოფისში, წითელ დარბაზში გაიმართება. 
"ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდგომ, თქვენ უკვე შეგეძლებათ, გამოიყენოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული არაერთი სასარგებლო და საინტერესო ონლაინ სერვისი, მათ შორის: მოიწვიე წარმომადგენელი, პეტიციები, ფორუმი, ბლოგი, ღონისძიებები, სემინარები, პრეზენტაციები, ჩვენი ინიციატივები, მოიპოვე E–ქსკლუზივი, პირდაპირი ჩართვები. ამავე დროს, რეგულარულად მიიღებთ განახლებებს პარტიის აქტივობების შესახებ - სიახლეებს, ანონსებს, განცხადებებსა და პრესრელიზებს",-ნათქვამია განცხადებაში.