სააკაშვილი: აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე ვარ - აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად

სააკაშვილი: აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე ვარ - აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრეა - აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად.

როგორც სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, სხვა შემთხვევაში, რკინიგზის გახსნა აფხაზეთის ოკუპაციას დააკანონებს.

„ქართველი მესაზღვრე, სად დგება? ამ კითხვაზე, სანამ პასუხი არ გაიცემა,  ეს რკინიგზა იქნება რუსეთისთვის პლაცდარმი კავკასიის დაპყრობის, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებისა და ირანზე გასვლისთვის. რატომ ვართ, პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რუსეთისთვის ძალიან გასაგებ, იაფფასიან თამაშში? რატომ აქცევენ საქართველოს პაიკად, როცა ის ხდება დიდი სტრატეგიული მოთამაშე ახალი რკინიგზით, რომელიც საქართველოს აკავშირებს თურქეთთან, ევროპასთან? ამაზე, საქართველოს მთავრობამ  უნდა იფიქროს. ეს პროექტი, უკვე პრაქტიკულად მზადაა, მაგრამ როგორც, თავის დროზე,  ვიღაცებმა სამტრედიაში  რკინიგზა გადაკეტეს, ისე ახლა გამოუშვეს ჩვენი დროის ახალი გადამკეტავები ახალქალაქისთვის. აი, ესა რუსული თამაში. ეს არაა შეთქმულების თეორია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.