სააკაშვილი რუსეთის არმიის ახალ დოქტრინას ეხმაურება

სააკაშვილი რუსეთის არმიის ახალ დოქტრინას ეხმაურება

2008 წელს,  „აგვისტოს ომის“ დროს, 58-ე არმიის შემადგენლობაში  800-მდე ეთნიკური ქართველი იყო, რომელიც სამწუხაროდ, მთელი რუსეთიდან მოაგროვეს.

ამის შესახებ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსეთის არმიის ახალ დოქტრინას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, რუსეთის არმიის ახალი დოქტრინა გუშინწინ გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ახალი ომები  ადგილობრივ საპროტესტო პოტენციალს ეფუძნება.

„ანუ, ადგილზე ჯერ ხალხი უნდა გამოვიდეს, პროტესტი გამოთქვას და მერე შემოდიან. არაფერი ახალი არ არის, რადგან 1921 წელს, ასე შემოვიდნენ. ვითომ, ეთნიკური უმცირესობის პროლეტარიატი აჯანყდა და მათ დასახმარებლად, მე-11-ე არმია შემოვიდა. რუსეთის ჯაშუშები იმ ამნისტიით ჯერ 1920 წელს გავუშვით,  რომელსაც მოვაწერეთ ხელი, რუსეთს თვალები ჩავუკარით და ვთქვით, რომ რუსეთთან შეიძლება - მოგვარება, ცალკეული პიროვნებები ნუ გვიშლიან ხელს და მოვაგვარებთ. გავუშვით - ლავრენტი ბერია,  ფილიპე მახარაძე და სხვა ჯაშუშები, რომელიც პირველ რესპუბლიკას დაჭერილი ჰყავდა”, - აცხადებს პრეზიდენტი.