სააკაშვილი: ჩახალიანზე ამბობენ, რომ თუ რაიმე ხმას ამოიღებს, უკან შევკეტავთო - ვერაფერს ვერ შეკეტავთ

სააკაშვილი: ჩახალიანზე ამბობენ, რომ თუ რაიმე ხმას ამოიღებს, უკან შევკეტავთო - ვერაფერს ვერ შეკეტავთ

„ამნისტიის შესახებ“ კანონზე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილს კვირაობით ელაპარაკებოდა,  დავით ბაქრაძე - დავით უსუფაშვილს, ხოლო მე - ივანიშვილს.

ამის შესახებ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ლაპარაკობენ, რომ ჩვენ რა შუაში ვართ - ამნისტიამ გაუშვაო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამნისტიას ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც, რომ დავურეკო წინააღმდეგი იქნებ. ამნისტია პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულია, რომელზეც ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ძალიან ბევრს ველაპარაკეთ. ამ თემაზე, გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა მინისტრს კვირაობით ელაპარაკებოდა,  დავით ბაქრაძე - დავით უსუფაშვილს,  მე - ივანიშვილს და არ თქვან, რომ არ იცოდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ. საგანგებოდ ველაპარაკებოდით - შკლინიკოვი, ძმანი მისნი და  ჩახალიანიარ გაუშვათ“, - დასძინა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა ვაჰაგან  ჩახალიანზეს ისაუბრა.

„ჩახალიანზე ამბობენ, რომ თუ რაიმე ხმას ამოიღებს, უკან შევკეტავთო, ვერაფერს ვერ შეკეტავთ! დიდი ხნის წინ იყო, როდესაც ჯავახეთში ვერც ერთი ქართველი პოლიციელი ვერ შედიოდა? ეს იყო „ვარდების რევოლუციამდე“ და  ორი წელი დამჭირდა, რომ აქ  წესრიგი დამემყარებინა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.