სამადაშვილი - ხელისუფლება ფრაქცია

სამადაშვილი - ხელისუფლება ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" მუშაობაში ხელს უშლის

ხელისუფლება თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" მუშაობაში ხელს უშლის, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, ბოლო თვეებია ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოებზე და, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა ფრაქცია "ნაციონალები".
"ბოლო პერიოდია ზეწოლის ქვეშ მოექცა ჩვენი ფრაქცია და ხელი გვეშლება საკრებულოს მუშაობაში. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გადასცდა. ამიტომ მივმართავ შესაბამის ორგანოებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს. გარდა ამისა, ზუსტად საკრებულოს სხდომის დღეს, დილიდან დაიბარეს ჩვენი ფრაქციის სამი წევრი დაკითხვაზე და ამ დრომდე მათ კითხავენ. ეს პოლიტიკური ზეწოლაა, სხვა თუ არაფერი", - აღნიშნა ზაალ სამადაშვილმა.
დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი.