მიკროავტობუსის მძღოლებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს

მიკროავტობუსის მძღოლებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს

თბილისის მიკროავტობუსის გაფიცულმა მძღოლებმა საკრებულოს წინ აქცია გამართეს. მათი განცხადებით, გაფიცვას მანამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათივე თქმით, მოითხოვენ შეხვედრას ქალაქ თბილისის მერთან ან მერიის წარმომადგენელთან. მძღოლები არ გამორცხავენ, რომ უკვე ორშაბათიდან აქციები თბილისის მერიასთან გაგრძელდეს.

მძღოლების განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო.

ცნობისთის, გაფიცული მძღოლების მოთხოვნებია, ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმება, ფიქსირებული ყოველდღიური გადასახადის შემცირება 20 ლარამდე, მგზავრობის ღირებულების შემცირება 30-დან 50 თეთრამდე და მძღოლს ჰქონდეს უფლება, სურვილისამებრ შეარჩიოს პროფილაქტიკის ობიექტი.