ივანიშვილი: პატიმრების არც გათავისუფლებას და არც დაჭერას არ განვსაზღვრავ

ივანიშვილი: პატიმრების არც გათავისუფლებას და არც დაჭერას არ განვსაზღვრავ

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ის პატიმრების არც გათავისუფლებას და არც დაჭერას არ განვსაზღვრავს.

როგორც ჟურნალისტებს დავოსში ვიზიტად მყოფმა პრემიერმა ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა, ვერტიკალი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა - როცა, ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს - აღარ არსებობს.

„როგორც წესი, იმას, რაც მე არ მეხება - არ ვეხები.  არც პატიმრების გათავისუფლებას განვსაზღვავ და არც დაჭერას. ასევე არც პროკურატურას მივუთითებ. სომხეთშიც ამის კარგი მაგალითი იყო - მე შეკითხვა დამისვეს, მაგრამ მასზე პასუხი არ გამიცია და ვუპასუხე, რომ არ ვარ კომპეტენტური-მეთქი. მაშინვე გადავამისამართე და მგონი,  სოზარ სუბარმა გასცა პასუხი“, - განმარტავს პრემიერი.