რის ხარჯზე ყიდიან არაბრენდირებული კომპანიები საწვავს 1,9 ლარად?

რის ხარჯზე ყიდიან არაბრენდირებული კომპანიები საწვავს 1,9 ლარად?

„პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“: ბრენდირებული კომპანიები 35–40 თეთრიან მოგებაზე მუშაობენ

რის ხარჯზე ყიდიან  არაბრენდირებული  ბენზინგასამართი სადგურები საწვავს  1. 90 ლარად მაშინ, როდესაც  აზერბაიჯანული საწვავის ფასი თავდ „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2.05 ლარს შეადგენს?


შეგახსენებთ: იმის შესახებ, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ლიტრი საწვავი 1,9 ლარი ღირს, განცხადება რამდენიმე დღის წინ ფინანსთან მინისტრმა გააკეთა.

მას დაეთანხმა ნავთობიმპორტიორთა კავშირი თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, რომლის თქმით, თბილისში 1, 90 ლარად საწვავის შეძენა შესაძლებელია. ერთ–ერთი ასეთი სადგური აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს. რაც შეეხება საწვავის ხარისხს, მთვრალაშვილის განმარტავს, რომ დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ქვეყანაში არსებული სტანდარტების შესაბამისი საწვავის შემოტანას უზრუნველყოფს და თუ იმპორტირებული საწვავი ამ სტანდარტს არ შეესაბამება, ის ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ შემოვა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია  „პროტესტი საწვავის ქართულ ფასების“ ხელმძღვანელი ბექა კემულარია კი commersant.ge–სთან საუბარში განმარტავს, რომ „სოკარს“ საბითუმო ფასი მის საცალო ქსელთან შედარებით დაბალი აქვს და შესაძლოა  ე.წ. არაბრენდირებულ კომპანიებს  უღირდეთ მხოლოდ 3–თეთრიან მოგებაზე წასვლა. 

კემულარიას თქმით, „რეგულარის“  შეთხვევაში, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანია 3–5 თეთრიან მოგებაზე გადის, ხოლო საცალო გაყიდვის პირობებში მათი მარჟა 35–40 თეთრამდე ადის. რაც შეეხება არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების საწვავის ხარისხს, როგორც კემულარია ჩვენთან საუბარში განმარტავს, მას  ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ თემითაც დაინტერესდნენ.