ბიძინა ივანიშვილი ლიბანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ლიბანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიბანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით , ბიძინა ივანიშვილისა და ნაჯიბ მიკათის შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 
შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გზები დასახეს.