მაია ფანჯიკიძე მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

მაია ფანჯიკიძე მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ ფანჯიკიძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შესაძლოა, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძემ კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს.

"არაფერი მსგავსი არ იგეგმება. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განგიცხადოთ, რომ ბატონი ზურაბი იქნება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს საკითხებში, მე ვიქნები საგარეო საქმეთა მინისტრი, არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მე არ ვიცი, ვინ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და რა მიზნებით, ყოველ შემთხვევაში სახელისუფლებო გუნდიდან თქვენ ასეთ რამეს ვერ გაიგებთ, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.