გორში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

სხდომაზე ცვლილებების განხილვისას, უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ. კერძოდ, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სიტყვით გამოსვლისას ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯული თანხის მიზნობრიობა ეჭვქვეშ დააყენა.

უმრავლესობის წევრის გამოსვლის პათოსი  უმცირესობის წევრებმა გიორგი თევდორაძემ და აკაკი მინაშვილმა გააპროტესტეს.

„დაგისახელოთ, ქურდები ვინ არიან? სხდომაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები არიან შეკრებილნი და ცვლილებების განხორციელების არგუმენტებს ვერ ასახელებთ. თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიის დისკრედიტაციას ახდენთ“, - მიმართა მინაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

უმცირესობის წევრებმა შეხვედრა დატოვეს და განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.