მარინა საღარაძე  რუსთაველის თეატრიდან მიდის

მარინა საღარაძე რუსთაველის თეატრიდან მიდის

  რუსთაველის თეატრის მმართველის მოადგილე მარინა საღარაძე თეატრიდან მიდის. ამის შესახებ საღარაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-სკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მსახიობები ჯერ არაფერს ამბობენ, რადგან გადაწყვეტილება ახალი მიღებულია, მაგრამ მე ვიცი, რომ სამინისტრომ ბევრს დაწყვიტა გული. ჩემთვის ძალიან რთული იყო დღეს აქ მოსვლა, მაგრამ უფლება არ მქონდა ეს არ გამეკეთებინა. დარწმუნებული ვარ, მამაჩემი ზემოდან მიყურებს და მეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებაში. მე მქონდა ბედნიერება ზაალ ჩიქობავასთან მემუშავა, მისი მოადგილე ვიყავი. თეატრში იყო უამრავი პროექტი. ვერავინ იტყვის, რომ რუსთაველის თეატრი იყო ჩამკვდარი. ამ ორ წელიწადში, რაც ზაალის მოადგილე ვიყავი, ახალგაზრდა რეჟისორებისთვის დიდი სცენის კარი გაიხსნა. მე პირადად, საკუთარი ნებით აუცილებლად დავტოვებ ამ თანამდებობას, ვერ წარმომიდგენია თეატრში იმ გუნდის გარეშე ყოფნა, ვინც არის მარკეტინგისა და პიარის სამსახური. ისინი დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და ყველაფერი წინ აქვთ. ზაალი უდიდესი ადამიანია, ჩვენ არ დავიკარგებით, უბრალოდ უსამართლობას აქვს ადგილი და არ შემეძლო ეს არ მეთქვა", - განაცხადა საღარაძემ.