ციხეები კიდევ 525-მა ამნისტირებულმა პატიმარმა დატოვა

ციხეები კიდევ 525-მა ამნისტირებულმა პატიმარმა დატოვა

23 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 2383-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა. 
ამის შესახებ სტატისტიკას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ავრცელებს. 
მათივე ინფორმაციით, მარტო 23 იანვარს, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 525 ბრალდებული/მსჯავრდებული.
№1 დაწესებულება 119 პატიმარმა დატოვა; №2-110; №3- 70; №4-47; №5-42; №6-91; №7- 7; №8-304; №9-188; №12-97; №14-230; №15- 353; №16- 266; №17-361; №18-31, ხოლო №19-67 პატიმარმა დატოვა.
"ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი"-ს ძალაში შესვლისთანავე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მსჯავრდებულთა საქმეები გადააგზავნა სასამართლოებში. საქმეების განხილვის შედეგად მსჯავრდებულები ეტაპობრივად დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.