პრემიერმინისტრი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

პრემიერმინისტრი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეს-სამსახურის ცნობითვე, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში,  სესია სახელწოდებით „მსოფლიო ლიდერების არაფორმალური შეხვედრა-ევროპული რენესანსის საფუძვლების ჩაყრა“ გაიმართა, რომელშიც ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო.

სესიის ძირითადი საკითხები ინოვაციურ იდეებს, ფინანსური პრობლემებისა  და ახალი ეკონომიკური კონტექსტის თემების განხილვას მოიცავდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სესიაზე სიტყვით  გამოვიდა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ნატო-სა და ევროატლანტიკური სივრცისკენ და აღნიშნა, რომ  მთავარ პრიორიტეტად კვლავ ქვეყნის ევროინტეგრაცია რჩება.