გაბაშვილი: პრემიერმა ალასანია დასაჯა

გაბაშვილი: პრემიერმა ალასანია დასაჯა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, არამედ კლასიკური იტალიური ფილმებიდან მაფიის ხელმძღვანელის განცხადებას ჰგავდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონეფერნციაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილმა ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლებაზე გაკეთებული განცხადებით დაადასტურა, რომ „ვინც იხდის ფულს, კოალიციაში ის უკვეთავს მუსიკასაც“.

„ფაქტია, რომ ალასანია  ვიცე-პრემიერობიდან მოხსნით დასაჯეს და გადაწყვეტილება თავდაცვის უწყებისათვის მეტი დროის დარჩენის მოტივაციასთან კავშირში არ არის. ივანიშვილმა საკუთარ გუნდს მიუთითა, რომ მისი განზრახვა არ არის საკითხებზე - მსჯელობა და სხვადასხვა ალტერნატივების განხილვა, არამედ კოალიციის წარმომადგენელთა ვალდებულებაა - ივანიშვილის პოზიციები უპირობოდ მიიღონ“, - დასძინა კანონმდებელმა.