ლონდარიძე  პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს

ლონდარიძე პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს

ფრაქცია „რეგიონების“ თავმჯდომარე, ტარიელ ლონდარიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს და კითხვების საჯაროდ დასმას ითხოვს.

როგორც for.ge-ს ლონდარიძემ განუცხადა, პროკურატურდან უწყება სამი დღის წინ მიუვიდა და დაკითხვაზე გუშინ, 17:00 საათზე იყო დაბარებული.

„უწყებაში წერია, რომ  სამხედრო სამსახურის პერიოდთან დაკავშირებით, მოწმედ ვარ დაბარებული“, - დასძენს ლონდარიძე.

შეგახსენებთ, რომ ლონდარიძეს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანანმდებობა  ეკავა და ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მრჩეველი იყო. მთავარ პროკურატურაში ტარიელ ლონდარიძისა და კახა ბუცხრიკიძის გარდა, დაკითხვაზე დაბარებულნი იყვნენ პაატა ლეჟავა და როლანდ ახალაია, თუმცა, კანონმდებლები კითხვების საჯაროდ დასმას ითხოვენ და დაკითხვაზე არ ცხადდებიან. რაც შეეხება დავით საყვარელიძეს, დეპუტატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული, თუმცა, ისიც კითხვების საჯაროდ დასმას ითხოვს.