თბილისის მერის მოადგილე  პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის მერის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მერიის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, ხიზანეიშვილი დაკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული და ის პროკურატურაში აუცილებლად გამოცხადდება.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, მერის მოადგილეს გამოძიება  მოწმის სახით დაკითხავს.