უმცირესობა ფრაქციების დაშლის თავიდან აცილების მიზნით, ფრაქციების შემადგენლობას ზრდის

უმცირესობა ფრაქციების დაშლის თავიდან აცილების მიზნით, ფრაქციების შემადგენლობას ზრდის

საპარლამენტო უმცირესობა ფრაქციების დაშლის თავიდან აცილების მიზნით, ფრაქციებში  დეპუტატთა რაოდენობას  ზრდის.   

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე აცხადებს, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ზაზა კედელაშვილი ფრაქცია გოკა გაბაშვილის ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადის და „მაჟორიტარებში“ ერთიანდება, ხოლო, ახალციხის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“  ფრაქცია „რეგიონებში“ გადადის.

„იმის გამო, რომ უმცირესობაში შემავალი ორი ფრაქცია - „მაჟორიტარები“ და „რეგიონები“ მინიმალური, 6-6 დეპუტატით არიან წარმოდგენილი, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ფრაქციები შვიდ წევრამდე გაიზარდოს. ვხედავთ, რომ ადგილი აქვს დეპუტატებზე ზეწოლას,  რათა კონსტიტუციით დამტკიცებისთვის საჭირო 100 ხმის მოპოვება მოხდეს. ამასთან, საგაზაფხულო სესიაზე დღის წესრიგში საკონსტიტუციო პროექტების კენჭისყრა მოხდება და შესაძლოა, ეს ზეწოლები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ უმცირესობის რიგები რვა დეპუტატმა უკვე დატოვა და  from.ge-ს ინფორმაციით, ბობოხიძის ფრაქციის დატოვებას აპირებენ - ნაულ ჯანაშია, ანზორ ბოლქვაძე.