პროკურატურამ ახმედ ჩატაევს  ბრალი მოუხსნა

პროკურატურამ ახმედ ჩატაევს ბრალი მოუხსნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდება.

ჩატაევის ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, ჩატაევის  ბოლო სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ, რის შემდეგაც მოსამართლემ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოდ ცნო.

ჩატაევის განცხადებით, თუ მოწმეები სიმართლეს იტყოდნენ, გამართლდებოდა და აღნიშნა, რომ  დღეს ამას არ ელოდა.

„თავს კარგად ვგრძნობ, რადგან გამამართლეს. 3 მოწმე გამოცხადდა, ისინი მესაზღვრეები იყვნენ, სწორედ მათ მიპოვეს. მათ თქვეს, რომ მე ხელყუმბარები არ მქონდა. ამნისტიაზე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ მართალი ვარ და მინდოდა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. ახლა ავსტრიაში გადავფრინდები, სადაც პოლიტიკური დევნილის სტატუსით ვსარგებლობ“, - განაცხადა ჩატაევმა.

ცნოისთვის, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 7 სექტემბერს განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი იქნა ლიკვიდირებული. ახმედ ჩატაევიც სწორედ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ედებოდა, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატაევს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალა.

ამასთან, ახმედ ჩატაევი უკრაინაში ორი წლის წინაც დააკავეს და რუსეთმა მისი ექსტრადირება მოითხოვა. ჩატაევს რუსეთში ტერორიზმსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ.

ჩატაევის ექსტრადაცია რუსეთმა საქართველოსაც მოსთხოვა, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ქართული მხარე ჩატაევის