ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასის ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასის ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასის ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ გვარამისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ხოლო დაცვის მახრე გვარამიას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

გვარამია წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს, რისთვისაც მას სასამართლომ 20-დღიანი ვადა მისცა.

ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით წაუყენეს.

კერძოდ, სსკ 338-ე მუხლი, რაც რაც ქრთამის აღებას ნიშნავს, სსკ 194-ე მუხლი, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს, სსკ 210-ე მუხლი - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღება ან გამოყენება, სსკ 362-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება,  გასაღება ან გამოყენება და სსკ 193-ე მუხლი - ცრუ მეწარმეობა.

გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობს.