ალექსანდრე ხეთაგურს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო  შეეფარდა

ალექსანდრე ხეთაგურს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო  შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ხეთაგურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარე ხეთაგურის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

ალექსანდრე ხეთაგურს გირაოს გადასახდელად სასამართლომ 20-დღიანი ვადა მისცა, რომლის გადახდის შემდეგაც ის გათავისუფლდება.

რომ ხეთაგურს ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენეს.ხეთაგური თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით არ სცნობს.

338-ე მუხლის მეორე ნაწილი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე, მესამე ნაწილი კი 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია 194-ე მუხლის დარღვევით ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.