ალექსანდრე ხეთაგურისა და დევი კანდელაკის განცხადებით, ისინი არსად დამალვას არ აპირებენ

ალექსანდრე ხეთაგურისა და დევი კანდელაკის განცხადებით, ისინი არსად დამალვას არ აპირებენ

დღევანდელ სასამართლო პროცესზე,  ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ ის არ დამალულა და ამას არც მომავალში გააკეთებს.

„გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია მქონდა. ამ პერიოდის განმავლობაში ვიმყოფებოდი საზღვარგარეთაც, თუმცა არ დავმალულვარ და ამას არც მომავალში გავაკეთებ“,-განაცხადა ხერთაურმა.

„თელასის“ გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის განცხადებით, გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია მასაც ჰქონდა, თუმცა ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ გამოუყენებია.

„არც ისეთი სულელი ვარ, რომ არ მცოდნოდა,  ყველაფერი სადამდე მივიდოდა, მაგრამ არსად გავქცეულვარ. ცოლ-შვილი აქ მყავს. რაც ვიცოდი, ყველაფერი დავწერე“,- განაცხადა კანდელაკმა.

განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით კი, უდანაშაულოა და ამას დაამტკიცებს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნიკა გვარამია შეიტოვებს მექრთამისა და ფულის გამთეთრებლის კლიშეს, საკუთარ სინდისში ჩაიხედოს. როგორც ჩანს,  ის მსჯელობს საკუთარი სინდისიდან გამომდინარე. მე ვარ უდანაშაულო და ამას დავამტკიცებ, - განაცხადა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა დამენიას განცხადებით, მისთვის სახელი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ბიზნესში, რომელშიც ამჟამად საქმიანობს.

„ჩემს მიერ,  სხვადასხვა თანამდებობეზე მუშაობის დროს, ქრთამთან დაკავშირებით ბევრში შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ ეს არ გამიკეთებია. არ დავუშვებ, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ქრთამთან ოდესმე რაიმე შეხება მქონდა. მე ვარ საკონსულტაციო ბიზნესში. აქ კი, მთავარი სახელია“,- განაცხადა კახა დამენიამ.