ქართველები ლიტველებთან, ბელორუსებთან, ერაყელებთან ერთად ნაკლებად ბედნიერი ხალხია

ქართველები ლიტველებთან, ბელორუსებთან, ერაყელებთან ერთად ნაკლებად ბედნიერი ხალხია

კომპანია Gallup-ის გამოკითხვების შედეგად, ქართველები, ერაყელები, ლიტველები, ბელორუსები, სომხები, სინგაპურელები და სერბები, ნაკლებად ბედნერებად მიიჩნევენ თავს. 

ინტერვიუერებს შემდეგი კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხები-კარგად დაისვენეთ თუ არა გუშინ? პატივისცემით გეპყრობდნენ თუ არა? გუშინ ბევრი იცინეთ? რამე საინტერესო თუ გააკეთეთ გუშინ?

აღმოჩნდა, რომ ამ კითხვებზე დადებითად უპასუხებს რუსების 59%-მა, ლატვიელების 61%-მა, ესტონელების 61%-მა და პოლონელების 69%-მა.

კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად აღმოჩნდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ხალხი სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს.  ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულში 8 სამხრეთ ამერიკული ქვეყანა მოხვდა, ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა კი პანამას და პარაგვაის ჰყვავს-85%-ი.

ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლიტვამ აჩვენა. თავისი ცხოვრებით კმაყოფილია  მოსახლოების -62%-ი. ლიტვამ გადაუსწრო იტალიას, პორტუგალიას, საბერძნეთს და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას.