მაია ფანჯიკიძე ელმარ ბროკს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ელმარ ბროკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელმარ ბროკთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან ასევე  ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლიზეკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი ესწრებოდნენ.

მხარეებმა  საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.