საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა ლეჩხუმის სამმართველოში სამეწარმეო საქმიანობის დროს საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ინდმეწარმე ამირან კახიძემ ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოწერის გარეშე, 47 მ 3 კაკლის ჯიშის ხის მორების ცაგერის რაიონიდან ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირება მოახდინა.

სამართალდამცველებმა ხე მასალა ამოიღეს. ექსპერტიზა ხე-ტყის ღირებულებას და გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობას დაადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200/3 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.