სამხრეთ სუდანში რუსული სამხედრო ვეტმფრენი ჩამოაგდეს

სამხრეთ სუდანში რუსული სამხედრო ვეტმფრენი ჩამოაგდეს

სამხრეთ სუდანის სამხედრო ჯარმა აღიარა, რომ რუსეთის ვეტმფრენი Ми-8 შეცდომით ჩამოაგდო. ვეტმფრენი გაერო-სთან  კონტრაქტით მუშაობდა, სუდანის სამხედროების განცხადებით, კი მათ ის მოწინააღმდეგის ვეტმფრენში აერიათ. სამხრეთ სუდანის სამხედროები ქვეყნის ტერიტორიაზე  აჯანყებულ ეთნიკურ ჯგუფებთან ბრძოლას აწარმოებენ.

ვეტმფრენში ეკიპაჟის 4 რუსი წევრი  და ერთი მისიის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ. ხუთივე ადგილზე გარდაიცვალა.  შემთხვევა სამხრეთ სუდანის შტატ ჯონგლეიში მოხდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მომხდარი დაგმო და ქვეყნის ხელისუფლებას მომხდარის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა. გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებით, ეს შემთხვევა 2011 წლის 8 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების „უხეში დაღვევაა“.