დიმიტრი გვინდაძე მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა

დიმიტრი გვინდაძე მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა

ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეტყობინება დაბარების შესახებ დღეს დილით მიიღო, დაკითხვაზე გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით მივიდა და მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ამასთან, როგორც დიმიტრი გვინდაძემ აღნიშნა, წარმოდგენა არ აქვს, რა თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს მასთან კითხვები გამოძიებას.

ყოფილი მინისტრი დღეს მოდულის შენობაში ადვოკატის გარეშე მივიდა და აღნიშნა, რომ ჯერ ადვოკატი არ სჭირდება. 

შსს-ს ცნობით, დიმიტრი გვინდაძე დაკითხვაზე „ქართუ ბანკის" საქმეზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული. ამავე საკითხზე დღეს 16:00 საათზე მოდულის შენობაში ყოფილ პრემიერ ნიკა გილაურსაც  ელოდებიან.

„ქართუ ბანკის" საქმეზე გუშინ ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალიაც დაიკითხა.