იტალიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

იტალიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

იტალიის პრემიერმა მარიო მიონტიმ რამდენიმე დღის წინ დადებული პირობა შეასრულა-იტალიის პარლამენტის მიერ 2013 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ, მან დღეს ოფიციალურად დატოვა პრემიერის პოსტი.

ქვეყნის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი 309 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 55 წავიდა. იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის პარტიამ მარიო მონტის ბიუჯეტის მიღებაში მხარდაჭერაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც მონტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებდა.  

დააპირებს თუ არა მარიო მონტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მიღებას, ამის შესახებ განცხადებას უკვე ყოფილი პრემიერი კვირას, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

მარიო მონტი იტალიის მთავრობას სათავეში ერთი წლის წინ ჩაუდგა.