მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე მეტად ქართველი ხალხის თანადგომას, სწორედ ახლა ვგრძნობ!

მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე მეტად ქართველი ხალხის თანადგომას, სწორედ ახლა ვგრძნობ!

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „facebook“ პირად გვერდზე, საკუთარი სახელით წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„მეგობრებო, იმის მიუხედავად, რომ თქვენ დიდ ნაწილთან პირისპირ არასოდეს მისაუბრია, დღეს,  როცა უკან მოვიხედე და შევეცადე დამენახა, თუ რას მოვუყარე თავი ცხოვრებაში, სწორედ თქვენ დაგინახეთ. თუკი ადამიანის შეძლებულობა ნამდვილი მეგობრების რაოდენობით განისაზღვრება, გამოდის, რომ მე ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ!

ყველას დიდ მადლობას გიხდით იმ თბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოთქვით. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ქართველი ხალხის თანადგომას, სწორედ ახლა ვგრძნობ! საუკეთესო სურვილებით!  თქვენი მიშა ♥“,-ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 21 დეკემბერს ქვეყნის პირველ პირს 45 წელი შეუსრულდა.