შსს პატრულისა და კრიმინალური პოლიციის რებრენდინგზე  მუშაობს

შსს პატრულისა და კრიმინალური პოლიციის რებრენდინგზე მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  სამინისტრო პატრულისა და კრიმინალური პოლიციის რეფორმირებაზე მუშაობს.

აღნიშნულის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დაწყებულია პროცესი, რომელიც პატრულისა და კრიმინალური პოლიციის სრულ რებრენდინგს გულისხმობს.

მისივე ცნობით, სამინისტრო ამ პროექტზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს და გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში პოლიციის დასავლური ტიპის მოდელი შექმნას, რომელიც სრულად დეპოლიტიზებული იქნება და მაქსიმალურად ეფექტიანად დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც 2004 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ამ პროცესს უახლოეს მომავალში ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ“, - განაცხადა  ღარიბაშვილმა.

ასევე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რეფორმისა, ცვლილებები იგეგმება პოლიციის აკადემიასთან მიმართებაშიც, რადგან პოლიციელების განათლება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.