სკოტლანდ -იარდი ფინანსური კრიზის გამო შტატებს ანახევრებს

სკოტლანდ -იარდი ფინანსური კრიზის გამო შტატებს ანახევრებს

ბრიტანული გამოცემა London Evening Standard-ის ინფორმაციით, სკოტლანდ-იარდის განყოფილებები იკვეცება და ლონდონის ყველა რაიონში 133-დან 71-მდე შემცირდება.

განახევრდება აგრეთვე ღამის განყოფილებები, გარდა ისეთი რთული უბნებისა, როგორიცაა ლამბეტი, ჰარინგი, საუთუარკი, რომელიც შედარებით, რთულ და კრიმინალურ უბნებადაა მიჩნეული.

სკოტლანდი იარდი იძულებელი გახდა ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი საბიუჯეტო პროექტის შედეგად მიიღო, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო დაფინანსება ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას უმცირდება. 

გარდა შტატების შემცირებისა, სკოტლან-იარდი სათაო ოფისსაც იცვლის და შედარებით პატარა შენობაში გადადის, ძველი შენობა კი გაიყიდება.

London Evening Standard ასევე საუბრობს ბრიტანეთის თავდაცვის დაფინანსების შემცირებაზე. დიდ ბრიტანეთში სამხედრო ხარჯების 8%-მდე შემცირებას ვარაუდობენ.