თავდაცვის სამინისტროს  პაატა ბურჭულაძე ესტუმრა

თავდაცვის სამინისტროს პაატა ბურჭულაძე ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფონდის „ივერიისა“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

უწყებაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ირაკლი ალასანია დღეს ფონდში „ივერიისა“ ოფიციალურად გაწევრიანდა.

მისი განცხადებით, ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილით ეროვნულ საქმე გაკეთდება, თუმცა აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თანხის გაღებას არავის ავალდებულებს.

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლებისთვის დღესვე ათონის მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირს არს ჭეშმარიტად“ ჩვენება გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით, ყველას, საშუალება აქვს წვლილი შეიტანოს ტაძრის მშენებლობაში. 2011 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის საძირკველი აკურთხა. მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

აქციაში  საქართველოს 204 ათასზე მეტი მოქალაქე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მონაწილეობს.