ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე დაუშვებენ

ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე დაუშვებენ

ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ღვინოს რუსულ ბაზარზე დაშვება პოლიტიკურად გადაწყვეტილი საკითხია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ანდრეი დენისოვის  განცხადებით,მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სანიტარული კონტროლი, ხარისხის შემოწმება და ქართული  პროდუქციის დაშვება რუსულ ბაზარზე პოლიტიკურად გადაწყვეტილი საკითხია. დარჩენილია მხოლოდ წმინდა ტექნიკური ხასიათის საკითხები, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან,  რომლებიც გაფორმებას საჭიროებენ. ჩვენი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ღიაა, ქართული პროდუქციის მყიდველები ალბათ გამოჩნდებიან, ჩვენ ქართული „ბორჯომის“ გემო ჯერ კიდევ არ დაგვიწყებია“,-განაცხადა დენისოვმა და აღნიშნა, რომ როსპოტრებნადზორი  ქართული პროდუქციის კონტროლის დამატებით მონიტორინგს არ გეგმავს.

დენისოვის განცხადებით, გასათვალსიწინებელია ისიც, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთს გარკვეული  შეთანხმებები და ვალდებულებები გააჩნია