ვერა ქობალიას მოდულის შენობაში დასაკითხად ელოდებიან

ვერა ქობალიას მოდულის შენობაში დასაკითხად ელოდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ე.წ. მოდულის შენობაში, დაკითხვაზე დაიბარეს.

გამოძიებას მასთან კითხვები „ბანკ ქართუს" გაკოტრების მცდელობის თაობაზე აქვს.

ვერა ქობალიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ვერა ქობალიას მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს. ყოფილი მინისტრი სააქციო საზოგადოება „ბანკ ქართუსთან" დაკავშირებულ საქმეზეა დაბარებული. ამავე საქმეზე დღეს, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაიკითხა" - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ვერა ქობალიას ადვოკატმა ადვოკატმა განუცხადა, ქობალია დაკითხვაზე გამოცხადდება.

ამ დროისათვის ის მოდულში ჯერჯერობით არ მისულა.