თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით, კრიმინალური დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა

თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით, კრიმინალური დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თენგიზ გუნავას დაკავების საქმეზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ააღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი. ამავე საკითხზე გამოძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ“,- ნათქვამია განცხადებაში.