ბიძინა ივანიშვილი ელმარ ბროკსა და კრჟიშტოფ ლისეკს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ელმარ ბროკსა და კრჟიშტოფ ლისეკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით,   ბიძინა ივანიშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკსა და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ კრჟიშტოფ ლისეკს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით,საუბარი ასევე შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, ძირითადად მაინც კოჰაბიტაციის თემას შევეხეთ და ყველაზე მეტი პოლემიკაც სწორედ ამ საკითხზე გვქონდა. მე დავარწმუნე ჩვენი მეგობრები, რომ არ იქნება საქართველოში შერჩევითი სამართალი და არ განხორციელდება პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.