„ნაცების“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ექვსი პირია დაკავებული

„ნაცების“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ექვსი პირია დაკავებული

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვსი ადამიანი დაკავებულია.

ამის შესახებ დღე გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის ქუთაისში ჩასვლა პროვოკაციული ნაბიჯი იყო, რადგან 19 დეკემბერს ხალხი „დიდების მემორიალის“ შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.

 „აბსოლუტურად, უპასუხისმგებლო განხადებები გააკეთა და ჩანაფიქრია, რომ ხალხი  მეტად გააღიზიანოს. პრეზიდენტი თავის თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ პოლიციაში არიან კომპირებულები და ნარკობარონებიო. მაშინ, როდესაც,  მას უკვე რამდენი ხანია  თმის ღერის ანალიზის ჩააბარებას ვთხოვთ. მორალზე ის პრეზიდენტი საუბრობს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ზურა აბაშიძე, ვალერი  გელაშვილი და კობა დავითაშვილი სცემეს. პრეზიდენტი პოლიციას უმოქმედოს უწოდებს, მაგრამ  პოლიცია უმოქმედო, რომ ყოფილიყო ის ქუთაისიდან ვერ გავიდოდა, რადგან ის  ოფისიდიან პოლიციის დახმარებით გაიპარა“, - დასძინა კანონდებელმა.

საგანელიძის განცხადებით, პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას ხელისუფლება არ ემხრობა.

„ინციდენტის დროს ქვის სროლაზე დაკავებულია - გიორგი შოთას ძე ბოდოკია და მის მიმართ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამასთან, კიდევ 5 ადამიანია დაკავებული“, - აცხადებს დეპუტატი და საგანელიძე აკაკი მინაშვილის მხრიდან ქუთაისელების მიმართ ლანძღვა-გინების ფაქტს.

საგანელიძეს ხუთი პირის ვინაობა არ დაუსახელებია.