ამინისტიის პროექტზე ვერ თანხმდებიან

ამინისტიის პროექტზე ვერ თანხმდებიან

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შეუთანხმებელ მუხლებზე, კანონმდებლები  კვლავ ვერ თანხმდებიან.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ამინისტიის შესახებ“ პროექტზე მსჯელობენ და დებატების საგანს პროექტის V მუხლის მეორე პუნქტი, VIII, XI და XVI მუხლები წარმოადგენს, რომელსაც მეორე მოსმენისას კენჭი არ ეყარა. მათი დამტკიცება კი, კანონპროექტის III მოსმენით გატანამდე უნდა მოხდეს.  

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ყველა იმ მსჯავრდებულისთვის, ვისაც ამნისტია არცერთი ფორმით არ ეხება, სასჯელის ერთი მეოთხედით განახევრების პრინციპს არ იზიარებს.

ამასთან, მთავრობა პოზიციას არ იცვლის ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ 260 მუხლის III ნაწილთან დაკავშირებით და პარლამენტს მიმართავს რეკომენდაციით, აღნიშული მუხლით მსჯავრდებულ პირებს სრულად გათავისუფლება არ შეეხოთ.   

რაც შეეხება V მუხლის II პუნქტსა და XI მუხლს, პირველ შემთხვევაში საუბარია სასიკვდილო შედეგით დასრულებული გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებაზე, მეორე შემთხვევაში კი - თაღლითურ დანაშაულზე. წარმოდგენილი პროექტით, ორივე მუხლთან მიმართებაში დაზარალებული მხარის თანხმობის საჭიროება შემოდის და აზრთა სხვადასხვაობაც უმარავლესობის წევრებს შორის საკუთრივ ამ საკითხის გარშემოა.