დავით უსუფაშვილი ლაშა თორდიას შეხვდა

დავით უსუფაშვილი ლაშა თორდიას შეხვდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპოლიტიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, გენერალურმა აუდუტორმა, ლაშა თორდიამ საკუთარი ხედვები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გააცნო.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სპიკერმა განაცხადა, ლაშა თორდიამ ხაზი გაუსვა, რომ აუდიტის სამსახური მუშაობას განაგრძობს ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„აუდიტის სამსახურმა დაიწყო მუშაობა ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. ლაშა თორდიამ პოზიციაა დააფიქსირა, რომ ჯერ ვერ მოიპოვეს შენობის გენერალური გეგმა, რადგან ის უშიშროების სამსახურს აქვს“, - დასძინა მან.