კახა დამენიასა ბრალი სსკ 4 მუხლით, იზაბელა გუტიძეს კი, სსკ  3 მუხლით წაუყენეს

კახა დამენიასა ბრალი სსკ 4 მუხლით, იზაბელა გუტიძეს კი, სსკ 3 მუხლით წაუყენეს

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კახა დამენიასა ბრალი სსკ 4 მუხლით, იზაბელა გუტიძეს კი,  სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წაუყენეს.

დამენიასა და გუტიძის ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით, დამენიას ბრალი 25-338-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ქრთამის აღებაში დახმარებას ნიშნავს, ასევე სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება.

ასევე სსკ 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ნიშნავს.

რაც შეეხება იზაბელა გუტიძეს, მას ბრალი სსკ 3 მუხლით წაუყენეს,  კერძოდ, სსკ 210 მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. ასევე 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 375-ე მუხლი, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.