ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენეს

ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენეს

ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენეს

ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით, ალექსანდრე ხეთაგურს  ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენეს.

ხაჟალიას თქმით,ხეთაგური თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით არ სცნობს.

მისი განმარტებით, 338-ე მუხლის მეორე ნაწილი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე, მესამე ნაწილი კი 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია 194-ე მუხლის დარღვევით ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო ხეთაგურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.