ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, განათლების ყოფილ მინისტრს ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით წაუყენეს.

აღნიშნულის შესახებ, გვარამიას ადვოკტმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ადვოკატის განცხადებით, ეს მუხლებია -სსკ 338-ე მუხლი, რაც რაც ქრთამის აღებას ნიშნავს, სსკ 194-ე მუხლი, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს, სსკ 210-ე მუხლი - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღება ან გამოყენება, სსკ 362-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება და სსკ 193-ე მუხლი - ცრუ მეწარმეობა.

მისივე თქმით, გვარამია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.