ბრიუსელში დღეს რუსეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს რუსეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს რუსეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც სირიის მიმართ რუსეთის დამოკიდებულებას, ენერგო- თანმშრომლობას, უვიზო რეჟიმის საკითხებს და რუსეთზე ევრკავშირის კრიზისის გავლენას  განიხილავენ.

ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პრეზიდენტი გახდა.

ექსპერტები თვლიან, რომ დღევანდელი ბრიუსელის შეხვედრა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევას ხელს ვერ შეუწყობს, რადგან მოსკოვსა და ბრიუსელს შორის სიტუაცია დღესდღეისობით მკვეთრად დაძაბულია.

„ რუსეთ-ევროკავშირის სამიტებმა მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მოიტანეს. ეს შეხვედრაც პუტინის შეხვედრების სიაში მორიგი აღნიშვნა იქნება. მე მიკვირს, რომ ის საერთოდ ბრიუსელში ვიზიტს დასთანხმდა“,-აცხადებს  ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯეიმს ნიკსი.

ევროკავშირში პრეზიდენტის წარმომადგენელს ვლადიმერ ჩიჟოვს კი იმედი აქვს რომ  ეს შეხვედრა წარმატებული იქნება.

„ იმედი მაქვს, რომ მხარეების პოზიტიური განწყობა ამ სამიტს თანამშრომლობის სახეს მისცემს და  არა კონფრონტაციისას“,-აცხადებს ჩიჟოვი.