უსუფაშვილი ოპოზიციონერებს მოუწოდებს საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ

უსუფაშვილი ოპოზიციონერებს მოუწოდებს საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ

პარლამენტის თვამჯდომარე დავით უსუფაშვილი უმცირესობას მოუწოდებს საპარლამენტო საქმიანობას  დაუბრუნდეს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უსუფაშვილმა განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური ბოიკოტი არ გამოაცხადა, მაგრამ  თუ ასე გაგრძელდება, ეს პოლიტიკური ბოიკოტი გამოვა.

„უმცირესობას მივმართავ მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომებს შემოურთდნენ და ნორმალურ ვითარებაში გავაგრძელოთ საქმიანობა“, - განაცხადა სპიკერმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილი ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ამ საკითხის სიღრმისეული შესაწავლა დაიწყო.

მისი ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი დაკითხეს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალ კვირას, სასამართლო პროცესზე  ადმინისტრაციულ სასჯელებიც დაწესდეს.

„ძალადობრივ ქმედებებში ვინც მონაწილეობდა, ამაზე პასუხი უნდა აგონ“, - დასძინა სპიკერმა და განაცახდა, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან, ინციდენტის პროვოცირება იკვეთება.

„რბილად რომ ვთქვათ, ასევე ადგილი ჰქონდა დეპუტატების მხრიდან მაპროვოცირებელ ქმედებებს, რაც უფრო დაუშვებელია. როცა მოქალაქეებს მაღალი ემოციური განწყობა აქვთ და წინა ხელისუფლების მიმართ, არც თუ უსაფუძვლო გაღიზიანება, ამ დროს დეპუტატის მხრიდან გინება დაუშვებელია და ეს შეურაცხყოფს პარლამენტსაც და სახელმწიფოსაც“, - დასძინა სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქუთაისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა და უმცირესობის წარმომადგენლებს პარტიულ ოფისში შეხვდა, რის შემდეგადაც, მოქალაქეებმა პრეზიდენტის ესკორტს ქვები დაუშინეს.