სააკაშვილი: მთავრობის დათხოვნაზე არანაირი გეგმები არ გამაჩნია

სააკაშვილი: მთავრობის დათხოვნაზე არანაირი გეგმები არ გამაჩნია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დათხოვნაზე არანაირი გეგმები არ გააჩნია და ამასთან დაკავშირებით, არც მინიშნებები გაუკეთებია.

„კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებაზე არანაირი გეგმები არ გამაჩნია და ამაზე არანაირი მინიშნებები არ გამიკეთებია. ყველაფერი, რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში, არის საგანგაშო. არ მინდა, რომ რადიკალური სცენარით წავიდეს ვითარება საქართველოში. არ მინდა ტენდენციები, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის შენელების,  ზოგადად,  ქაოსის და ძალადობის ფონის შექმნის. მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებაზე დასკვნას გამოიტანს და ეს ნამდვილად არ არის დაკავშირებული ჩემს სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.