ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზეა დაბარებული

ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზეა დაბარებული

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე „ბანკი ქართუს“ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული, რომლის შესახებაც განცხადება შსს-ში 17 დეკემბერს გაკეთდა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის,  ნინო გიორგობიანის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილი მოწმის სახით არის დაბარებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ადეიშვილი დაკითხვაზე 10:00 საათზე დაიბარა.

შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრ, შალვა ადეიშვილს.

„დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

მოდულის შენობაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამ დრომდე არ მისულა. შენობასთან არც მისი ადვოკატი გამოჩენილა.