რესპუბლიკელებს ფისკალური კანონპროექტი ჩაუვარდათ

რესპუბლიკელებს ფისკალური კანონპროექტი ჩაუვარდათ

ამერიკელ რესპუბლიკელებს საგადასახადო  კანონპროექტი, ე.წ PlanB ჩაუვარდათ. კანონპროექტის მიხედვით, ამერიკელებს, ვინც წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, გადასახადი უნდა გაეზარდოთ.

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბეინერს უნდა წარედგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბეინერმა დაინახა, რომ აზრთა სხვაობა, თვით რესპუბლიკლებს შორისაც იყო, კანონპროექტი მოსმენაზე აღარ გაიტანა.

დემოკრატები ბეინერის PlanB-ს ეწინააღმდეგებიან, მათი აზრით გაზრდილი გადასახადი უნდა გადაიხადოს მან, ვინც წელიწადში 250 000 დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა მსჯელობის და დებატების შემდეგ, ბარაკ ობამა დათმობაზე წავიდა და განაცხადა,რომ გაზრდილ გადასახადს გადაიხდის ის, ვინც წელიწადში 400 000-ზე მეტს გამოიმუშავებს.

2013 წლის 1 იანვრიდან ამერიკაში ქონების გადასახადის ახალი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისად გაუქმდება ის საგადასახადო შეღავათებიც, რაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ იქნა ხელმოწერილი.